U20. ბოლო წამების დრამა – “უმცროსი ბორჯღალოსნები” ირლანდიასთან დამარცხდნენ

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 16:22 დამარცხდა. “უმცროსი ბორჯღალოსნები” მე-80 წუთისთვის ერთი ქულით იგებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ირლანდიამ მატჩის მოგება ბოლო წამებზე მოახერხა.
9 ივლისს „უმცროსი ბორჯღალოსნები“ იტალიას შეხვდებიან.
სამხრეთი აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“

საქართველო – ირლანდია 16:22

საქართველო

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა ხორბალიძე (ლიონი), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი),
2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 5. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო)17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).