საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა 21 მონაწილეს შორის მე-20 ადგილი დაიკავა. ამ შედეგის მიზეზი ტრავმებია, რის გამოც კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 3 წამყვანი მოთამაშე დაკარგა. არადა, როცა ყველა ჯანმრთელად იყო, საქართველოს ნაკრებმა, მეორე ტურში ის შვეიცარია დაამარცხა, რომელიც შემდეგ ნახევარფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო გამოაკლდა 2 მთავარი ლიდერი – ავთანდილ ბახტაძე და თენგო გოგიშვილი, რომლებიც ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის დროს სამშობლოში დაბრუნდნენ. რამდენიმე მატჩი გამოტოვა ალექსანდრე დაუშვილმა, რომელიც მოედანს საკვალიფიკაციო ეტაპზე, ალბანეთთან მატჩში დაუბრუნდა.
ალბანელების დამარცხების შემდეგ საქართველომ ტურნირის ბოლო შეხვედრა ესტონეთთან, მე-19 ადგილისთვის გამართა, რომელიც 85:105 დათმო. ჩვენს ნაკრებში თავი გამოიჩინა საბა ნარიმანიძემ, რომელიც ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო, თუმცა სხვებმა მხარი ვერ აუბეს. ნარიმანიძემ შეხვედრა 32 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.
GBF.GE
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
დავით უსტიაშვილი: მიზანია, ნაკრებმა ოპტიმალურ კონდიციებს ივლისის დასაწყისისთვის მიაღწიოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
U20. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
