U19. საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასაც სძლია და ელიტრაუნდის საგზური თითქმის მოიპოვა [VIDEO]

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში მოლდოვა 2:1 დაამარცხა და ელიტრაუნდის საგზურის მოპოვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მასპინძლები დებიუტში ბერელიძის მოპოვებული პენალტით შეროზიამ დააწინაურა, 35-ე წუთზე ბოცანმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. 65-ე წუთზე კი შეროზიამ დუბლი შეასრულა და ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
ორი ტურის შემდეგ მაისურაძის გუნდს 6 ქულა აქვს და 21 ნოემბერს ესპანეთს დაუპირისპირდება.
საქართველო – მოლდოვა 2:1
გოლები: 1:0 შეროზია (8, პენ), 1:1 ბოცანი (35), 2:1 შეროზია (65)
გაძევება: იაჩკო (90+6)