U17 | საქართველო 1:1 თურქეთი

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დღეს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე თურქი თანატოლების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრედ – 1:1 დასრულდა.
17-წლამდელთა ნაკრებიდან ერთადერთი გოლი მატჩის 61-ე წუთზე რეზი დანელიამ გაიტანა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი თურქეთის 17-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ მეორე მატჩს 15 დეკემბერს, 15:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ