17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1:2 დამარცხდა და ჯგუფიდან ვერ გავიდა.
ისლანდიასთან 1:5 დამარცხების შემდეგ ჩვენს ნაკრებს სამგუნდიან ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდა, მწვრთნელმა კობახიძემ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა, ქართველი ფეხბურთელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ ბართიშვილმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან დალაშქრა გეიტონასის კარი. თუმცა მალე ბერძნებმა ორი გოლით გვიპასუხეს. აღსანიშნავია ამ ორ გოლს შორის ბართიშვილის მომენტი, როდესაც ის საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა კი წესების დარღვევა არ დააფიქსირა და ქართველი სიმულაციისათვის გააფრთხილა. ბოლოს ჩვენი გუნდის შეტევებმა შედეგი ვერ გამოიღო და წავაგეთ.
საქართველო – საბერძნეთი 1:2
გოლები: 1:0 ბართიშვილი (49), 1:1 სოუილატიზისი (56), 1:2 პაპასარაფიანოსი (70)
საქართველო: ცარციძე, გოგიჩაიშვილი (გეთიაშვილი 71), ფოცხვერია, ცქვიტაია, შარიქაძე, ავდოევი, შარვაშიძე (ლაგვილავა 79), გორგაძე (სვანიძე 71), კვარაცხელია (მიქაუტაძე 60), კუნჭულია, ბართიშვილი
[VIDEO] U17. საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
U21 | მალტა V საქართველო – მატჩისწინა ვარჯიში “სენტენარიზე”
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
[VIDEO] U17. საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა – თურქეთი [VIDEO]




