17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან 1:5 დამარცხდა.
სტუმრებმა 2:0 დაწინაურება მოახერხეს, ავდოევმა (მცველისგან რიკოშეტით) ანგარიში შეამცირა, შესვენებაზე გასვლის წინ კი ისლანდიელებმა კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სწრაფი კონტრშეტევებისას ორი გოლი გაუშვა და უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სამგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე სამი გუნდი გადის. 27 ოქტომბერს ერთმანეთს საბერძნეთი და ისლანდია შეხვდებიან, ხოლო 30 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.
საქართველო – ისლანდია 1:5
საქართველო: ჭელიძე, შარიქაძე (კილაძე 75), ცქვიტაია, გეთიაშვილი, გოგიჩაიშვილი (ფოცხვერია 69), ავდოევი, შარვაშიძე, ფილაური (კვარაცხელია 46), კუნჭულია (გორგაძე 58), მიქაუტაძე, ბართიშვილი (სვანაძე 75)
გოლები: 0:1 გუდიონსონი (4), 0:2 ჰალმასონი (30),1:2 ავდოევი (38), 1:3 ინგოლფსონი (44), 1:4 გარდარსონი (71), 1:5 გუდიონსონი (85)
· L.J. Ra sashineli angarishia :((( yan islandiastan
· ლაშა ეგ იმის ბრალია, ნიჭიერი ბავშვები რო ვერ ახერხებენ ფეხბურთელობას და ფულიანი მამიკოს შვილებით რო გაივსო გუნდები და ნაკრებები!
· ლადო დამარცხდნენ კი არა გაირღვნენ! ასეთი მარცხის შემდეგ თავმოყვარე მწვრთნელი გადაგებოდა! მაგრამ უთავმოყვარეოებით გაივსო ჩვენი ფეხბურთი!
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
U21 | მალტა V საქართველო – მატჩისწინა ვარჯიში “სენტენარიზე”
“შეტევაში გვიჭირს, ძალიან – რესურსებში შეზღუდული ვართ” – სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა – თურქეთი [VIDEO]
ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]




