Twitter-ისა და Pinterest-ის თანადამფუძნებლებმა ახალი სოციალური ქსელი შექმნეს

Twitter-ის თანადამფუძნებელმა ბიზ სტოუნმა და Pinterest-ის თანადამფუძნებელმა ევან შარპმა წარადგინეს აპლიკაცია Tangle.
პროექტის შესახებ Financial Times-ი წერს და განმარტავს, რომ ახალი სოციალური ქსელი Tangle, გაცნობიერებულ ცხოვრებაზეა ორიენტირებული. პუბლიკაციაში Tangle-ი მოხსენიებულია, როგორც თანამედროვე სოციალური ქსელების „ანტიდოტი“.
სოციალური პლატფორმა ეკუთვნის კომპანია West Co.-ს, რომელიც სტოუნმა და შარპმა 2023 წელს დააფუძნეს. FT-ს მონაცემებით, სტარტაპმა პროდუქტის განვითარებისთვის 29 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
West Co.-ს ვებგვერდზე Tangle-ი აღწერილია, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ცხოვრების მიზანმიმართულად დაგეგმვაში, ყოველდღიური მოვლენების დაფიქსირებასა და იმ კავშირების თვალყურის დევნაში, რომლებიც პირად გამოცდილებას აყალიბებს.