TUTTO mercato WEB: სერია A-ში “ახალი კვარა” მოდის

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებისა და “ბორდოს” 23 წლის ნახევარმცველის ზურიკო დავითაშვილის შეძენის სურვილი ლიგა 1-ში გადასულ “სენტ-ეტიენს” აქვს, ახლა კი TUTTO mercato WEB-ი იტყობინება, რომ მისი სამსახურით სერია A-ს სამი კლუბი დაინტერესდა.
გამოცემა წერს, რომ სერია A-ში შეიძლება “ახალი კვარა” ჩავიდეს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ქართველის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს “კომო” და “ვენეცია” იჩენენ, აგრეთვე “ჯენოა”, რამდენიმე დღეში ფეხბურთელის წარმომადგენლები იტალიაში ჩავლენ და შეიძლება ტრანსფერი მალე განხორციელდეს.