Transfermarkt-ზე სამი ქართველი ფეხბურთელის ღირებულება გაიზარდა – შედეგად საქართველოს ნაკრების ჯამური ფასი 160 მილიონი ევრო გახდა.
ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ღირებულება 2,5 მილიონიდან 3,5 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი 1,5 მილიონად იყო შეფასებული და მისმა ფასმა 2,5 მილიონ ევროს მიაღწია.
სატრანსფერო ღირებულება გაეზარდა ოთარ კიტეიშვილსაც, მისი ღირებულება ერთი მილიონით 2-იდან 3 მილიონამდე გაიზარდა.
განახლებული შედეგების მიხედვით, ირაკლი აზაროვმა ღირებულების თვალსაზრისით ზურიკო დავითაშვილს გადაასწრო და მეოთხე ყველაზე ძვირად შეფასებული ქართველი ფეხბურთელია. მასზე წინ მხოლოდ გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, ის ზურიკო დავითაშვილთან ერთად მეხუთე პოზიციას იყოფს, ხოლო გოჩოლეიშვილი მერვე ადგილზე იმყოფება.