იაპონური Toyota საკუთარ ოპერაციულ სისტემა Arene-ს მომავალი წლის მარტისთვის გამოუშვებს, წერს Financial Times.
პირველი, ვინც ამ სისტემით აღიჭურვება, ახალი თაობის RAV4 ჯიპები იქნება. დისტანციური განახლებების დახმარებით, ეს მძღოლებს საშუალებას მისცემს უფრო მარტივად განახორციელონ მანევრირება, მათ შორის პარკირებისა და მანქანის ზოლში შენარჩუნების დროს.
გარდა ამისა, მას ექნება მულტიმედიური და გასართობი ფუნქციები.
Arene-ს ავითარებს Toyota-ს შვილობილი კომპანია Woven, რომელიც შვიდი წლის წინ შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად.
