ფრანგული ენერგეტიკული კომპანია TotalEnergies ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე მზის ენერგიაზე მომუშავე განყოფილების 50%-ს ამერიკულ საინვესტიციო კომპანია KKR-ზე ყიდის.
Total-მა განაცხადა, რომ გარიგების თანახმად, მთლიანი ბიზნესი, ვალების ჩათვლით, 1.25 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გარიგების დასრულების შემდეგ კომპანია 950 მილიონ დოლარს მიიღებს.
აქტივების პორტფელი მოიცავს ექვს დიდ მზის ელექტროსადგურს, რომელთა საერთო სიმძლავრე 1.3 გვტ-ია, ასევე 41 მცირე ზომის ობიექტს, რომელთა საერთო სიმძლავრე 140 მგვტ-ია. აქტივების უმეტესობა შეერთებულ შტატებში მდებარეობს.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, Total-ი შეინარჩუნებს საწარმოს 50%-ს და დარჩება ყველა აქტივის ოპერატორად.
წყარო: Interfax
