5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო კივის იმპორტს ახდენს

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 1 337.6 ათასი დოლარის ღირებულების კივი იყიდა. როგორც საქსტატის მაჩვენებლებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 11 თვეში ქვეყანაში კივის იმპორტმა 1 941.3 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კივის იმპორტი 2 192.7 ტონა იყო. შესაბამისად წლიურ ჭრილში ქვეყანაში კივის იმპორტი 11%-ით არის შემცირებული.
საქართველოში იმპორტირებული კივის ყველაზე დიდი წილი ირანზე მოდის.
5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო კივის იმპორტს ახდენს:
· ირანი – 1 618.9 ტონა;
· თურქეთი – 189.2 ტონა;
· ჩინეთი – 83.9 ტონა;
· ნიდერლანდები – 43.8 ტონა;
· – 5.6 ტონა;
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 2 443.6 ტონა კივი იყიდა, 2023 წელს კი 2 684.2 ტონა.
businessinsider.ge