TikTok-ის გენერალური დირექტორი ევროპარლამენტში დაიბარეს რუმინეთში არჩევნების შემდეგ

TikTok-ის გენერალური დირექტორი ევროპის პარლამენტში დაიბარეს, რათა პასუხი გაეცა თავისი პლატფორმის როლის თაობაზე რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ევროკავშირის და ნატოს წევრი ამ ქვეყნის საპრეზიდენტო ს პირველ ტურში გაიმარჯვა პოპულარულმა ტიკტოკერმა და ულტრამემარჯვენე პოპულისტმა, 62 წლის კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც პრორუსული და ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსია.
Politico იტყობინება, რომ მკვლევრები ლაპარაკობენ ათასობით ყალბ ანგარიშზე ფარული აქტიურობის შესახებ არჩევნების წინ.
რუმინეთის პრემიერმინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ, რომელიც ასევე მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებშიი, მაგრამ ვერ გავიდა მეორე ტურში, განაცხადა, რომ აუცილებელია შემოწმდეს TikTok-ში ჯორჯესკუს კამპანიის დაფინანსება.
როგორც Politico აღნიშნავს, ჯორჯესკუს არ ჰქონდა პარტიული მხარდაჭერა და გამოკითხვებიდან არ ჩანდა მის პოპულარობა. ახლა მკვლევრები იკვლევენ TikTok-ზე მსხვილ კამპანიას, რომელიც მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაატარა.
ექსპერტების თანახმად, TikTok-ს უნდა შეემჩნია „ათასობით ყალბი ანგარიშის ტალღა“. „მოვუწოდებთ TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს გამოვიდეს და დაგვიდასტუროს, რომ მისი პლატფორმა არ არღვევს ციფრული მომსახურების კანონს “, – თქვა ევროპარლამენტარმა ვალერი ჰაიერმა.
TikTok-მა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე მისი შესაძლო როლის შესახებ რუმინეთის არჩევნებში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც TikTok-ს, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის, ევროკავშირი აკრიტიკებს. 2023 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პლატფორმას უწოდა “მოტყუებით უდანაშაულო” და მომხმარებელთა შორის “ნამდვილი დამოკიდებულების” მიზეზი.
ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებია სერიოზული ჯარიმა ან სანქცია TikTok-ისთვის.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუმინეთში 8 დეკემბერს გაიმართება.