TikTok-ის ამერიკული დედა კომპანია უახლეს AI ჩიპს ავითარებს – Reuters

TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance, ჩიპების ამერიკული მწარმოებელ Broadcom-თან ერთად, ხელოვნური ინტელექტის მოწინავე პროცესორის შესაქმნელად მუშაობს.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
ეს ნაბიჯი ByteDance-ს დაეხმარება, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ჩიპების სტაბილური მიწოდება -სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ფონზე.
შემუშავებული 5 ნმ-ნი ჩიპი შესაბამისობაში იქნება აშშ-ს საექსპორტო შეზღუდვებთან და მისი წარმოება ტაივანის კომპანია TSMC-ს დაევალება.
ეს არის ჩინეთისა და ამერიკული კომპანიების თანამშრომლობის პირველი შემთხვევა, რომლებიც თანამშრომლობენ ასეთ მოწინავე ჩიპებზე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა, 2022 წელს, ექსპორტის კონტროლი შემოიღო ნახევარგამტარებზე.
Broadcom-ის პარტნიორობა ByteDance-ს დაეხმარება, შეამციროს შესყიდვის ხარჯები და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ჩიპების სტაბილური მიწოდება. თუმცა, ახალი ჩიპის წარმოება წელს არ დაიწყება, რადგან მისი განვითარების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.