TI: ივანიშვილს კანონი ქონების დეკლარირებისგან არ ათავისუფლებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ განცხადებას, სადაც მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან პარლამენტის წევრის სტატუსით ის თანამდებობაზე 2 თვეზე ნაკლები დროით იმყოფებოდა.
ორგანიზაციის განცხადებით, კანონმდებლობა გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევებისთვის გულისხმობს, როდესაც პირი დროებით ასრულებს იმავე დაწესებულებაში თანამდებობის მოვალეობას. ს შემთხვევაში, ის არჩეული დეპუტატი იყო და არ შეიძლებოდა ამ გამონაკლისის გამოყენება.
„ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ უარს ამბობს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავს ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რაჟდენ კუპრაშვილს, ბიძინა ივანიშვილს დეკლარაციის შევსება მოსთხოვოს და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულება სასამართლოს გზით შეასრულებინოს.