TI: ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ინფორმაციით, 2022 წელს ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს.
როგორც TI-ს განცხადებაშია ნათქვამი, ანტიკორუფციულმა ბიურომ 2023 წლის ბოლოს არ გამოაქვეყნა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რითაც დაარღვია კანონი “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”, რომლის მიხედვითაც მას ეკისრება ვალდებულება, ყოველი წლის ბოლოს გამოაქვეყნოს აღნიშნული ანგარიში.
“ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიულად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა.
ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით. მაგალითად, 2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა ს, ირაკლი კობახიძის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების, გრიგოლ ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, მათ შორის ს, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ნინო წილოსანის, ს, ს, ს დეკლარაციები. ასევე, მოსამართლეების, მათ შორის შალვა თადუმაძის, ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, ვასილ მშვენიერაძის დეკლარაციები. ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა (გაფრთხილება თუ დაჯარიმება).
ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 29 მარტს წარუდგინა, ასახა მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ (2023 წლის 1 სექტემბრამდე) განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა, თანამდებობის პირებს, და დარღვევებისა და დაკისრებული სანქციის მითითების გარეშე. ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა მის მიერ (2023 წლის 1 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე) შემოწმებული დეკლარაციების შედეგები, მათ შორის არც ზოგადი სტატისტიკა. ბიურომ 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე არ გასცა”. – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სულ 500 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდა, რომელთაგან 109 (21.8%) დაჯარიმდა, 4 (0.8%) გაფრთხილდა, 372 (74.4%) დადებითად შეფასდა, ხოლო 15 (3%) მონიტორინგს გამოეთიშა. 2 შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი. მიუხედავად ამ ზოგადი სტატისტიკის გასაჯაროებისა, უცნობია, თუ რომელი თანამდებობის პირები დაჯარიმდნენ და რა სახის დარღვევები აღმოუჩინეს მათ.
ანტიკორუფციული ბიურო დეკლარაციების მონიტორინგზე პასუხისმგებელ უწყებად 2023 წელს ჩამოყალიბდა. მანამდე მონიტორინგის ვალდებულება საჯარო სამსახურის ბიუროს ეკისრებოდა.