The Washington Post – რუსეთის დაზვერვა ორბანის მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა არჩევნებამდე მისი რეიტინგის ასაწევად

რუსეთის დაზვერვა ორბანის მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა არჩევნებამდე მისი რეიტინგის ასაწევად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აპრილში უნგრეთში საკვანძო არჩევნებამდე, რუსეთის საგარეო დაზვერვის ქვედანაყოფმა გასულ თვეს განგაში ატეხა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მკვეთრი ვარდნის გამო, რომლის მეგობრული კავშირები მოსკოვთან დიდი ხანია აძლევენ კრემლს სტრატეგიულ საყრდენს ნატოსა და ევროკავშირში…

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შიდა ანგარიშში, რომელიც ევროპულმა სადაზვერვო სამსახურმა მიიღო და დაადასტურა, და რომელიც გაზეთმა The Washington Post-მა ნახა, [რუსმა] აგენტებმა შესთავაზეს გზა, რომ “ფუნდამენტურად შეიცვალოს საარჩევნო კამპანიის მთელი პარადიგმა“ – „ვიქტორ ორბანის მკვლელობის მცდელობის ორგანიზება”, – წერს გამოცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ორბანზე არანაირი ფიზიკური თავდასხმები ჯერ არ ყოფილა, მაგრამ მსგავსი იდეა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მაღალია მოსკოვის ფსონი უნგრეთის წინასაარჩევნო კამპანიაში.

„მსგავსი ინციდენტი შეცვლის [წინასაარჩევნო] კამპანიის აღქმას სოციო-ეკონომიკური საკითხების რაციონალური სფეროდან ემოციურში, სადაც საკვანძო თემები გახდება სახელმწიფო უსაფრთხოება, სტაბილურობა და პოლიტიკური სისტემის დაცვა”, – დაწერეს რუსმა აგენტებმა ანგარიშში, რომელიც „საგარეო დაზვერვის სამსახურის” პოლიტიკური გავლენის ოპერაციებისთვის მთავარი ქვედანაყოფისთვის მოამზადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!

გიგი უგულავა – „ოცნების“ აშშ-თან „შეტენვის“ ოპერაცია გრძელდება, მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთში