The Wall Street Journal – უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს

უკრაინამ და ევროპელებმა -ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ორ ინფორმირებულ ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინადადება შაბათს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე შეხვედრაზე იქნა წარდგენილი. ამერიკელების მხრიდან მასში მონაწილეობდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეწარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი.
წყაროების ცნობით, სა და ევროპელი მოკავშირეების წინადადება აუცილებელ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს ნებისმიერ სხვა ნაბიჯებამდე და რაიმე სახის “ტერიტორიების გაცვლას” მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე – თუ ზოგიერთი რეგიონიდან გაიყვანს თავის ძალებს, რუსეთმა სხვა რეგიონებიდან უნდა გაიყვანოს თავისი ძალები.
“არ შეიძლება პროცესის დაწყება საბრძოლო ქმედებების შუაგულში ტერიტორიის დათმობით,” – განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
დამატებით, გეგმის თანახმად, კიევის მხრიდან ნებისმიერი ტერიტორიული დათმობები უსაფრთხოების მყარი გარანტიებით უნდა იყოს გამაგრებული – კერძოდ, ნატო-ში უკრაინის პოტენციალური წევრობით.
წყაროების თქმით, გეგმის მიზანია, რომ ევროპამ და უკრაინამ საერთო წითელი ხაზი გაავლონ, რომელიც რუსეთთან ნებისმიერ პოტენციალურ მოლაპარაკებებს უნდა ეხებოდეს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ევროპის წარმომადგენლებმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს განუცხადეს, რომ არ შეიძლება უკრაინის მომავლის უკრაინის გარეშე განხილვა და ევროპა გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღისა და სახსრების გაგზავნას აშშ-ს პოზიციის მიუხედავად.