The Wall Street Journal-ი – „ჰამასის“ ლიდერები პოლიტიკური შტაბ-ბინის კატარიდან გადატანას განიხილავენ

„ჰამასის“ ლიდერები პოლიტიკური შტაბ-ბინის კატარიდან გადატანას განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი არაბ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
WSJ-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კატარმა და ეგვიპტემ, რომლებიც მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში შუამავლების როლს ასრულებენ, „ჰამასის“ წარმომადგენლებზე ზეწოლა გააძლიერეს, რათა შეთანხმების პირობებს დასთანხმდნენ.
„მოლაპარაკებები შეფერხდა, იმის პერსპექტივა, რომ ისინი განახლდება თითქმის არ არის, „ჰამასსა“ და შუამავლებს შორის უნდობლობა იმატებს“, – წერს ამერიკული გაზეთი.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასის“ ლიდერები შტაბ-ბინის გადატანის შესახებ რეგიონის ორ სახელმწიფოს დაუკავშირდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი ომანია.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ადამიანები, რომლებსაც აქვთ დასავლური განათლება, თავს იმცირებენ, მარიონეტებად არიან ქცეული, ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ დიაგნოზია, რომ მწყობრში მიდიან უფსკრულისკენ