The Wall Street Journal – დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ იმარჯვებს

დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ იმარჯვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
WSJ-ის ცნობით, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს, ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ში ომის დასრულება არ სურს.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ევროპელ ლიდერებს ვლადიმერ პუტინთან საუბრამდე ერთი დღით ადრეც ესაუბრა, თუმცა მაშინ აღნიშნა, რომ თუ ს პრეზიდენტი ომის დასრულებაზე უარს იტყოდა, შეიძლება სანქციები დაეწესებინა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „გარკვეულ პროგრესს მიაღწია“.
„ახლახან დავასრულე ორსაათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა. რუსეთი და დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასასრულებლად“, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო