The Wall Street Journal – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მასობრივ დეპორტაციებს 21 იანვრიდან დაიწყებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მასობრივ დეპორტაციებს 21 იანვრიდან დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journa l-ი ავრცელებს.
WSJ-ის ცნობით, ს ადმინისტრაცია ფართომასშტაბიანი რეიდის განხორციელებას პირველივე დღეს, ჩიკაგოში გეგმავს და ოპერაციის სამიზნე კრიმინალური წარსული მქონე პირები იქნებიან.
ტომ ჰომენმა, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ე.წ. საზღვრის მეფის თანამდებობას დაიკავებს, Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ -ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტო (ICE) მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს.
„მასშტაბური რეიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ჩიკაგო მრავალი ადგილიდან მხოლოდ ერთია. მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 ადგილობრივი ფილიალი გვაქვს. სამშაბათს აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტო თავის საქმეს გააკეთებს”, – განაცხადა ტომ ჰომენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინთან კარგი საუბარი მქონდა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს – მან თქვა, რომ მოუწევს აეროდრომებზე ბოლო თავდასხმებზე პასუხის გაცემა