The Wall Street Journal – აშშ-მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს

აშშ-მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსულმა მხარემ -სა და ს ორმაგი მოქალაქე, ქსენია კარელინა გაათავისუფლა, რომელიც შარშან რუსეთში დამნაშავედ ცნეს აშშ-ში დაფუძნებულ უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 100 დოლარზე ნაკლების გადარიცხვისთვის და სახელმწიფო ღალატისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სანაცვლოდ, აშშ-მა გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე, არტურ პეტროვი გაათავისუფლა, რომელიც აშშ-ს მოთხოვნით 2023 წელს კვიპროსზე დააკავეს რუსეთში მიკროელექტრონული მოწყობილობების უკანონო ექსპორტის ბრალდებით.
გამოცემას აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში განუცხადეს, რომ გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსანთან CIA-ს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა აწარმოა.
„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთში უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი ამერიკელი სახლში დააბრუნა“, – განაცხადა რეტკლიფმა.
გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიში მოხდა და CIA-ს დირექტორი ქსენია კარელინას აეროპორტში პირადად შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ