The Times: რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გატაცებულ ბავშვებს ბრძოლის ველზე აგზავნის

რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებს, როდესაც ისინი 18 წლის ხდებიან. ამის შესახებ გამოცემა The Times-თან უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, 2014 წლის შემდეგ 35 000-მდე ბავშვი გაიტაცეს.

დღეს კი უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ როდესაც გატაცებული ბავშვები 18 წლის ხდებიან, მათ რუსულ ბატალიონებში იწვევენ და ფრონტზე აგზავნიან, რათა ბრძოლის ველზე პოტენციურად მათ მეგობრებს, მამებს ან ძმებს დაუპირისპირდნენ.

უცნობია თუ რამდენი გატაცებული უკრაინელი ბავშვი გაიწვიეს რუსულ ჯარში, თუმცა, სხვადასხვა შეფასებით, საუბარი ათასობით მათგანზე.

როგორც The Times წერს, მათთან ინტერვიუში უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გატაცებული ბავშვებისთვის ბრძოლის იძულება კრემლის ორ მიზანს ემსახურება: პირველი – ისინი წარმოადგენენ ს სამხედრო ადამიანური რესურსის კრიზისის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზას, მეორე –ეს არის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის ახალი სასტიკი ფორმა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის პირადი ბრძანებების შედეგია.

ამავდროულად, The Times-ის პოდკასტში The General and The Journalist პრეზიდენტი ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თქვა, რომ  უკრაინის მთავრობამ მსგავსი პრაქტიკის არსებობის მყარი მტკიცებულება მოიპოვა, მათ შორის, გაწვევის დამადასტურებელი დოკუმენტები.

“ჩვენ ნაპოვნი გვაქვს ფაქტები ამის შესახებ. პუტინის მიზანია, რომ მ არ იარსებოს. რუსებს სურთ გაანადგურონ უკრაინის ახალი თაობა და ქმნიან ახალ ჯარისკაცებს იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც ისინი დაიბადნენ. ეს საშინელებაა. ეს ძალიან სერიოზული სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ეს ადასტურებს, რომ დღეს რუსეთის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმია”. – თქვა ერმაკმა.

წყარო