The Telegraph – „მსურველთა კოალიციის“ ზოგიერთ წევრს სურს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ევროპის სახელით ემანუელ მაკრონმა აწარმოოს

„მსურველთა კოალიციის“ ზოგიერთ წევრს სურს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ევროპის სახელით ემანუელ მაკრონმა აწარმოოს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
The Telegraph-ის ცნობით, „მსურველთა კოალიციის“ წევრები რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში მშვიდობის შესახებ ევროპის სახელით მოლაპარაკებების წარმართვის მთავარ კანდიდატებად საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს განიხილავენ.
თუმცა, გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ გეგმავს.
გამოცემა The Telegraph-ს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყარომ განუცხადა, რომ მზად არის ეს როლი საკუთარ თავზე აიღოს, მაშინ, „როცა ამის დრო მოვა“ და აღნიშნა, რომ კრემლთან კონტაქტების აღდგენის დრო „ალბათ ჯერ არ მოსულა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას