The Telegraph – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან უნგრეთში გადაყვანას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან უნგრეთში გადაყვანას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი თეთრ სახლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გერმანიიდან დაახლოებით 35 000 ამერიკელი ჯარისკაცის გადაყვანას განიხილავს.
„ტრამპი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ისინი [ევროპა], როგორც ჩანს, კვლავ ომის გაგრძელებას მოითხოვენ“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.
-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული განცხადების გაკეთება მოსალოდნელი არ არის.
„აშშ-ს არმია ჯარისკაცების მთელ მსოფლიოში გადაჯგუფებას ყოველთვის განიხილავს, რათა ჩვენს ინტერესების წინაშე არსებულ საფრთხეებს საუკეთესოდ ვუპასუხოთ“, – განაცხადა ჰიუზმა.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს ფარგლებს გარეთ 160 000 ამერიკელი სამხედროა განლაგებული, მათი დიდი ნაწილი კი გერმანიაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”