The New York Times – ჯო ბაიდენი მოკავშირეებთან აცხადებს, რომ იცის, მხოლოდ დღეები აქვს დარჩენილი თავისი კანდიდატურის გადასარჩენად

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მთავარ მოკავშირეებს განუცხადა, რომ მან იცის, უახლოესი დღეები გადამწყვეტია და ესმის, რომ შეიძლება ვერ შეძლოს თავისი კანდიდატურის გადარჩენა, თუ ვერ დაარწმუნებს ამომრჩევლებს, რომ ის შესაფერისია პრეზიდენტის პოსტისთვის, – ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ორი მოკავშირის თქმით, რომლებიც მას ესაუბრნენ, ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევისთვის ბრძოლის მიმართ კვლავ ერთგული რჩება, მაგრამ ესმის, რომ მისი, როგორც კანდიდატის სიცოცხლისუნარიანობა რისკის ქვეშაა.
„ბაიდენის მოკავშირეებთან საუბრები არის პირველი ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტი სერიოზულად განიხილავს, შეუძლია თუ არა გამოჯანმრთელება გასულ ხუთშაბათს ატლანტაში დებატების სცენაზე დამანგრეველი გამოსვლის შემდეგ.
„პრეზიდენტის საუბრები არის პირველი ნიშანი იმისა, რომ ის სერიოზულად განიხილავს, შეუძლია თუ არა დებატებზე გამანადგურებელი წარმოდგენის შემდეგ შექმნილი მდგომარეობიდან გამოვიდეს“, – წერს The New York Times-ი.
გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტი ოთხშაბათს შეეცადა, გამოეწვია ნდობა თავისი კამპანიის თანამშრომლებთან სატელეფონო საუბრისას, როდესაც მან განაცხადა : „ვერავინ გამაგდებს, არ მივდივარ“. საუბარში ვიცე-პრეზიდენტი ც მონაწილეობდა.
„ჩვენ უკან არ დავიხევთ! მივყვებით ჩვენი პრეზიდენტის გზას. ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ!” – აღნიშნა კამალა ჰარისმა.
ამის მიუხედავად, ბაიდენის მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა პირადად აღიარა, რომ მისი შემდეგი რამდენიმე გამოჩენა ამომრჩეველთან კარგად უნდა წარიმართოს, კერძოდ, ინტერვიუ ჯორჯ სტეფანოპულოსთან, რომელიც პარასკევს ABC-ზე იქნება ეთერში და შაბათ-კვირას პენსილვანიასა და ვისკონსინში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრები.
„მან იცის, თუ მას კიდევ [დებატების] მსგავსი ორი ღონისძიება ექნება, შაბათ-კვირის ბოლოს ჩვენ სხვადასხვა ადგილას ვიქნებით“, – განაცხადა ბაიდენის ერთ-ერთმა მოკავშირემ, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.
ბაიდენის კიდევ ერთ-ერთმა მოკავშირემ, მისმა მრჩეველმა, რომელმაც ასევე ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა „კარგად იცის, რა პოლიტიკური გამოწვევის წინაშეც დგას“.
მისი თქმით, ბაიდენმა იცის, რომ მისი კამპანიის შედეგი შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რისთვისაც იბრძვის.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინე ჟან-პიერის განცხადებით, პრეზიდენტმა მას პირდაპირ უთხრა, რომ მოკავშირეებთან რბოლის დატოვების შესახებ არ უსაუბრია.
”ეს აბსოლუტურად მცდარია,” – განაცხადა მან ბრიფინგზე.

ასევე დაგაინტერესებთ