The Independent – -ის დელეგაციას, ევროპელ ლიდერებსა და ს შორის მოლაპარაკებები შედგება – შესაძლოა, შეხვედრაში მონაწილეობა დონალდ ტრამპმა სატელეფონო ფორმატში მიიღოს

აშშ-ის დელეგაციას, ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის მოლაპარაკებები შედგება, – ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს საღამოს ბერლინში, -ის პრეზიდენტის მრჩევლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ.
ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, შესაძლოა, შეხვედრაში მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო ფორმატში მიიღოს.
ასევე, წყაროს თქმით, „სა და რუსეთს შორის სადავო საკითხების 90% მოგვარებულია“, თუმცა განსახილველი საკითხები კვლავ რჩება.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, „ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ ღიაა“.
„უკრაინისა და ევროპისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ის არის, რომ არსებობს ძალიან ძლიერი უსაფრთხოების პაკეტი, რომელიც მოიცავს მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს. გვჯერა, რომ რუსები, საბოლოო შეთანხმებით, ყველა ამ პუნქტს მიიღებენ“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსები „უკრაინისთვის მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს დათანხმდებიან“.
„ამის წარდგენა სენატის წინაშე უნდა მოხდეს და პრეზიდენტი ტრამპი მზადაა, რომ ეს გააკეთოს“, – აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.