The Hill: საქართველო პუტინის გზაზე რომ არ წავიდეს, რუს მარიონეტებს სანქციები უნდა დაუწესდეთ

“საქართველო რომ პუტინის გზაზე არ წავიდეს, რუს მარიონეტებს სანქციები დაუწესეთ”,- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Hill, რომლის ავტორებიც -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი არიან.
სტატიაში ნათქვამია, რომ ქართველმა მილიარდერმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქართული ოცნების მხარდაჭერმა ძალაა, ორშაბათის გამოსვლაში “არსებითად გამოუცხადა ომი აშშ-ისა და ევროპას” სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დახმარების კუთხით.
ამასთან, სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მთავრობა არალიბერალურად მოქმედებდა, 100 000-ზე მეტი მოქალაქის პროტესტი გარეთ მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულმა კანონმა გამოიწვია.
ს პრეზიდენტის, ს სამარცხვინო კანონის მსგავსად, ის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დახმარებას ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან იღებენ, აიძულებს, თავი უცხოელ აგენტებად გამოაცხადონ”.
ვკითხულობთ, რომ მიუხედავად ბოლო გამოკითხვებისა, რომელმაც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტის მხარდაჭერა აჩვენა, მთავრობა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს და პუტინის რუსეთის რიტორიკას იყენებს.
“დასავლეთი ქართველების იმ 80%-ის გვერდით უნდა დადგეს და სანქციები დაუწესოს მათ, ვისაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს”.
ავტორები მიუთითებენ იმასაც, რომ ივანიშვილმა საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების განადგურების პირობა დადო. ასევე, გააკრიტიკა დასავლეთი.
“ქართული ოცნების ოფიციალურმა პირებმა უპრეცედენტო რიტორიკული თავდასხმები დაიწყეს ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებზე”.
კელისა და კრამერის თანახმად, ივანიშვილისა და კობახიძის გარდა, EU–მ და აშშ-მ უნდა გააფრთხილონ ყველა ქართველი პარლამენტარი, რომ კანონპროექტს მხარდაჭერა მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს. ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის განცხადებების მიუხედავად, ოცნებამ კანონის მიღების პროცესი არ შეაჩერა და მიუთითებენ, რომ “სიტყვებს მოქმედებები უნდა მოჰყვეს”.
“დასავლური მთავრობები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ზედმეტად პასიურები იყვნენ, რადგან ქართულმა ოცნებამ ქვეყანა რუსეთთან არადემოკრატიული მიმართულებით წაიყვანა. აშშ–მა და EU-მ დაუყოვნებლივ უნდა დააწესონ სანქციები მათ, ვინც მუქარასა და ძალადობაზეა პასუხისმგებელი, იმ პირების მიმართ, ვისაც სურს, საქართველო დემოკრატიულ დასავლეთს შეუერთდეს. ის უნდა დაიწყოს ოლიგარქი ივანიშვილით, რომელიც ძალაუფლების ყველა სადავის ხელში ჩაგდებასა და ქართველი ხალხის მისწრაფებების ჩაშლას ცდილობს”, – წერია სტატიაში.