დონალდ ტრამპმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო გენერალ ჩარლზ ბრაუნს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის, მათ შორის გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელის თანამდებობაზე გაწეული სამსახურისთვის“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის თანამდებობაზე აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტი, დენ კეინი წარადგინა.
გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დენ კეინის კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
