The Guardian – კონგოში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაცია The Guardian-ი ავრცელებს.
The Guardian-ის ინფორმაციით, მდინარე კონგოში ხის ნავს, რომელზედაც 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა და გადაბრუნდა.
ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როცა ერთ-ერთი მგზავრი ნავზე საჭმელს ამზადებდა.
გადარჩენილთაგან უმეტესობას მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია