The Guardian – დღეს გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

დღეს გრენლანდიაში საპარლამენტო გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
საპარლამენტო არჩევნების წინ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ განაცხადა, რომ გრენლანდიელებმა „გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არჩევანი უნდა გააკეთონ“.
„ის, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ძალიან მაწუხებს. არის მსოფლიო წესრიგი, რომელიც ბევრ ფრონტზე იშლება და ასევე, არის პრეზიდენტი -ში, რომელიც არაპროგნოზირებადია და ეს ადამიანებს დაუცველობას აგრძნობინებს“, – განაცხადა ეგედემ.
ამასთან, ეგედეს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, გრენლანდიელების მიმართ პატივისცემას არ გამოხატავს.
„ჩვენ პატივისცემით მოპყრობას ვიმსახურებთ და ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, თანამდებობის დაკავების შემდეგ, ეს არ გაუკეთებია“, – აღნიშნა გრენლანდიის პრემიერმა.
გრენლანდიის პარლამენტი 31 ადგილისგან შედგება და უმრავლესობის მოსაპოვებლად 16 მანდატია საჭირო.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. გასულ კვირას კონგრესში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი „გრენლანდიელი ხალხის უფლებას, თავიანთი მომავალი თავად განსაზღვრონ“, მხარს უჭერს, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება