The Guardian – დონალდ ტრამპს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე დააორგანიზონ

დონალდ ტრამპს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე დააორგანიზონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან უკან დგამს ნაბიჯს და სურს, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა მისი პირდაპირი ჩართულობის გარეშე დააორგანიზონ შეხვედრა.
ტრამპის ხედვით, უკრაინაში ომის დასასრულებლად შემდეგი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის ორმხრივი შეხვედრაა.
წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ ის ზელენსკისთან და პუტინთან სამმხრივ შეხვედრას მხოლოდ მას შემდეგ უმასპინძლებს, რაც ისინი ჯერ ერთმანეთს შეხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია