The Guardian – ს ადმინისტრაცია ვიზების გაცემას შეზღუდავს იმ პირებისთვის, რომლებიც -ის მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე არიან პასუხისმგებელი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვიზების გაცემას შეზღუდავს იმ პირებისთვის, რომლებიც -ის მოქალაქეების სიტყვით თავისუფლების შეზღუდვაზე არიან პასუხისმგებელი, – ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ე.წ. „ფაქტჩექერებს“ და იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც „აშშ-ში დაცული გამოხატვის უფლების ცენზურაზე არიან პასუხისმგებელი ან ცენზურის დაწესების მცდელობაში მონაწილეობენ“.
Reuters-ის ცნობით, თავდაპირველად გადაწყვეტილება H-1B სამუშაო ვიზებზე, კერძოდ ტექნოლოგიურ სფეროებში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება, თუმცა სხვა სავიზო განაცხადებზეც გავრცელდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსულოების თანამშრომლებს ავალებს, რომ H-1B ვიზებზე განმცხადებლების დასაქმების ისტორია საფუძვლიანად შეისწავლონ.
„სრულყოფილად უნდა შეისწავლოთ და დაადგინოთ მუშაობდნენ თუ არა ისინი ისეთ სფეროებში როგორიც დეზინფორმაცია, კონტენტის მოდერაცია, ფაქტების შემოწმება და ონლაინ უსაფრთხოებაა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმში.