The Guardian – ბრაზილიის პრეზიდენტს თავის ტვინზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა თავის ტვინზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ის საავადმყოფოში ორშაბათს ღამით თავის ტკივილით გადაიყვანეს და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად თავის ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინდა.
სან პაულოს საავადმყოფოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა.
მედიკოსები ქალასშიდა სისხლჩაქცევას ოქტომბერში მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ, როდესაც ბრაზილიის პრეზიდენტი ალვორადას სასახლეში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, შხაპის მიღებისას დაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს