The Associated Press – დონალდ ტრამპმა სამედიცინო შემოწმება გაიარა – ექიმის დასკვნით, ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია

დონალდ ტრამპმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, – ინფორმაციას The Associated Press-ი -ის პრეზიდენტის ექიმის დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, -ის პრეზიდენტის ექიმმა, შონ ბარბაბელამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის „ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია“.
„აშშ-ის პრეზიდენტი, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ნევროლოგიური და ფიზიკური მომზადების ძლიერ მაჩვენებლებს ავლენს“, – ნათქვამია ექიმის დასკვნაში.
ბარბაბელამ აღნიშნა, რომ ტრამპის „გულის ჯანმრთელობის ასაკიც შეაფასა, რომელიც პრეზიდენტის რეალურ ასაკზე 14 წლით ნაკლებია“.
ასევე, სამედიცინო დასკვნის თანახმად, ვიზიტის დროს დონალდ ტრამპმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და COVID-19-ის ბუსტერ დოზა გაიკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას