Tesla-ს რობოტაქსების და სატვირთო ელექტრომობილების გამოშვება, ტრამპის ტარიფებს გამო, საფრთხის ქვეშაა – Reuters
Tesla-ს გეგმები, ოქტომბერში დაიწყოს თავისი Cybercab რობოტაქსის და ელექტრო სატვირთო მანქანის Semi-ს წარმოება, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტარიფების გამო, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ილონ მასკის ამერიკულ კომპანია ჩინეთიდან ამ მოდელების ნაწილებს ვერ ყიდულობს. 34%-იანი ტარიფების შემოღების შემდეგ Tesla კვლავ მზად იყო დამატებითი ხარჯების გასაღებად, მაგრამ გადასახადები 145%-მდე გაიზარდა.
იმავდროულად, ტრამპმა Truth Social-ზე თქვა, რომ აშშ იღებს “რეკორდულ” თანხას დაწესებული სავაჭრო ტარიფებიდან, მაშინ როცა ქვეყანაში თითქმის ყველა საქონლის ღირებულება და ინფლაცია ეცემა.
