Tesla-ს აქციები 12%-ით გაძვირდა

Tesla-ს აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ზრდაა -ში დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ინფორმაციას forbes-ი აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ილონ მასკის კომპანიის აქციების ზრდას ხელი შეუწყო სიახლეებმა, რომ იმპორტის ორმხრივი გადასახადები, რომელთა დაწესებას ტრამპი 2 აპრილიდან აპირებს, არ იქნება ისეთი დიდი, როგორც ის იმუქრებოდა. გარდა ამისა, ინვესტორებმა ისარგებლეს Tesla-ს აქციების შეძენის შესაძლებლობით, როდესაც მათი ღირებულება დაეცა, აღნიშნავს Reuters.
25 მარტს Nasdaq-ის ბირჟაზე ვაჭრობის შემდეგ Tesla-ს აქციები 11,93%-ით გაიზარდა და 278,39 დოლარი შეადგინა. საღამოს ვაჭრობის დროს ფასიანი ქაღალდები კი კიდევ 1,43%-ით გაძვირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…