Tesla გაყიდვების ვარდნის გამო ფასებს ამცირებს

Tesla-მ კვლავ შეამცირა ფასები მთელ რიგ მსხვილ ბაზარზე – მათ შორის -ში, ჩინეთსა და გერმანიაში, რადგან ელექტრო მანქანების გიგანტს, რომელსაც მულტიმილიარდერი ელონ მასკი მართავს, გაყიდვების ვარდნა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ტესლა 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ შედეგებს სამშაბათს გამოაქვეყნებს.
„ტესლას ფასები ხშირად უნდა შეიცვალოს, რათა შეესაბამებოდეს წარმოება მოთხოვნას,“ – ამის შესახებ მასკმა სოციალურ მედია პლატფორმაზე X-ზე განაცხადა.
ფირმამ განახლებული Model 3-ის საწყისი ფასი ჩინეთში 14000 იუანით (1562 £) შეამცირა.
ასევე, Model Y, Model X და Model S მანქანების ფასები შეერთებულ შტატებში პარასკევს 2000 დოლარით (1616 £) შემცირდა.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ფასების შემცირება ასევე მოხდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბევრ სხვა ქვეყანაში.