Tesla აშშ-ის ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების 10-ეულში აღარ არის

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს კაპიტალიზაცია ოთხშაბათს 2,3%-ით, $553 მლრდ-მდე შემცირდა, რის გამოც კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სიაში მე-11 ადგილზე დაეცა. ამის შესახებ MarketWatch წერს.
მეათე ადგილზე გადავიდა Visa $563 მლრდ-ის კაპიტალიზაციით.
Tesla-ს აქციები ბოლო სამი სესიის განმავლობაში 13%-ით დაეცა, რისი მიზეზიც ჩინეთისა და ევროკავშირის ელექტრომობილების ბაზრებზე მისი როლის შესუსტებაა.