Telegraph: პოლონეთი, ფინეთი და ბალტიის ქვეყნები რუსეთის საზღვრის დანაღმვის გეგმაზე მუშაობენ

The Telegraph იუწყება, რომ ხუთი NATO-ს წევრი სახელმწიფო – ფინეთი, პოლონეთი, , ლატვია და ლიტვა – რუსეთთან თავიანთი საზღვრების დანაღმვის გეგმაზე მუშაობენ.

გამოცემის მიხედვით, ქვეყნების სამხედრო უწყებები უკვე ამზადებენ გეგმებს თუ ევროპის რომელი ტერიტორიები დაიფარება ნაღმებით, იმ შემთხვევაში, თუ ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი NATO-ს წინააღმდეგ ძალების მობილიზაციას დაიწყებს.

ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ლაურინას კაშიუნასის თქმით, რუსეთის საზღვრის დასაცავად “ასობით ათასი” ნაღმი იქნება საჭირო და ლიტვა მათ თავად დაამზადებს.

კაშიუნასი განმარტავს, რომ ნაღმები იქნება “საერთო თავდაცვის სისტემის” ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს ფიზიკურ ბარიერებს, როგორიცაა “დრაკონის კბილები”, დრონები და შორი-მოქმედების შეტევით იარაღი.

“ყველა ტიპის ნაღმი – ტანკსაწინააღმდეგო, ტრანსპორტის საწინააღმდეგო, ქვეითთა საწინააღმდეგო – ერთობლივად მტრისთვის სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს. მათ სჭირდებათ დრო, რომ გადალახონ ეს ველი და ამ დროს შენ მათ შესაჩერებლად შორი მანძილის იარაღით იერიშების მიტანა შეგიძლია. ამავდროუალად შეგ ძალების გადაჯგუფებისთვის, შესაძლებლობების გასაძლიერებლად და მოკავშირეების მოსასვლელად დროც გეძლება” – თქვა კაშიუნასმა.

რაც შეეხება მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებას ლიტვაში, კაშჩიუნასი ხაზგასმით ამბობს, რომ “მშვიდობიის დროს” ნაღმები მხოლოდ საწყობში შეინახება. თუკი სიტუაცია დაიძაბება და მათი განლაგება საზღვართან გახდება საჭირო, თანამედროვე ნაღმების შემთხვევაში, მათი დისტანციურად მზადყოფნაში მოყვანაა შესაძლებელია. შესაბამისად, ისინი დარჩებიან უსაფრთხო მდგომარეობაში, სანამ მთავრობა მათ გააქტიურებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეს მხოლოდ საგანგებო ვითარებაში მოხდება, მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ხუთივე ქვეყანამ ოტავას კონვენციის დატოვების განზრახვა გამოაცხადა, რომელიც ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, შენახვას, წარმოებასა და გადაცემას კრძალავს. როგორც კი მათი გასვლის შესახებ განცხადება ოფიციალურად წარედგინება გაერთიანებულ ერებს, ამ ქვეყნებისათვის ნაღმების წარმოება და საკუთარ ტერიტორიაზე განლაგება სამართლებრივად ნებადართული გახდება.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პუტინი გადატრიალებას უწოდებდა „ვარდების რევოლუციას“, იდენტურია, რასაც საუბრობენ წულუკიანი და პუტინი – ჩვენ დიდ შეცდომად მივიჩნევთ, რომ ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლებად ყოფნის, ალბათ, მაშინ ვერ გამოვერკვიეთ მის ძირებს