Telegraph – „ლივერპულის“ ინგლისის პრემიერლიგის ტიტულის მოპოვების აღსანიშნავად მიმდინარე ზეიმზე ავტომობილი ხალხში შევარდა, არიან დაშავებულები

ქალაქ ლივერპულში ავტომობილი ხალხში შევარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ მიერ ინგლისის პრემიერლიგის ტიტულის მოპოვების აღსანიშნავად მიმდინარე ზეიმზე მოხდა.
ქალაქის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.