Telegraph-ის ცნობით, უკრაინა საკუთარ „სუროვიკინის ხაზს“ აგებს

როგორც ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი იტყობინება, მ ჩრდილოეთით თავდაცვითი სიმაგრეები 63%-ით გააძლიერა.
ახალი ნაგებობები ძალიან ჰგავს იმათ, რომლებიც ადრე ზაპოროჟიეს ოლქში ააგო ს არმიამ 2023 წლის ზაფხულში უკრაინის ჯარების კონტრიერიშისთვის მზადების პროცესში, ნათქვამია სტატიაში. რუსეთის ჯარების მიერ აგებულ თავდაცვით ხაზს მეტსახელად „სუროვიკინის ხაზს“ უწოდებენ, ვინაიდან ის აიგო უკრაინაში რუსეთის არმიის გაერთიანებული დაჯგუფების მაშინდელი სარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის ინიციატივით.
გათვალისწინებულია ნაგებობათა სამი ხაზი, მათ შორის ტრანშეები, ტანკსაწინააღმდეგო ხაფანგები, რომლებსაც „დრაკონის კბილებს“ უწოდებენ და საყრდენი პუნქტები.
ასეთი სიმაგრეების ერთ-ერთი მთავარი ხაზი ამჟამად ავდეევკიდან 10 კილომეტრზე გადის.
ამასთან, როგორც Telegraph-ის წყაროები ამბობენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების წინაშე დგას ამოცანა, აიგოს თავდაცვის მოქნილი ხაზი, რათა შეიქმნას შემდგომი შეტევითი ოპერაციების წარმოების შესაძლებლობები.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება