TEAMtalk-ის ცნობით, 32 წლის მეკარე ალისონი დიდი ალბათობით, “ლივერპულში” ბოლო სეზონს ატარებს და მას გიორგი მამარდაშვილი შეცვლის.
ალისონს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, კლუბი მზადაა დაემშვიდობოს, შეთავაზებები საუდის არაბეთიდან აქვს, მაგრამ თავად კარიერის გაგრძელება ევროპის რომელიმე წამყვან გუნდში სურს.
ალისონს უნდა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყოს, მამარდაშვილის “ლივერპულში” მისვლა კი სასტარტოში თამაშის პრობლემას შეუქმნის, ამიტომ გუნდის გამოცვლას განიხილავს.
აღნიშნულია, რომ ჯერ საბოლოოდ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, თუმცა, სავარაუდოდ, ალისონს გაყიდიან, ძირითადი მეკარე მამარდაშვილი იქნება, ხოლო მას კონკურენციას კევინ კელეჰერი გაუწევს.
ვერც მამარდას და ვერც სხვა მეკარის გამო,ალისონს ვერავინ გაუშვებს.სხვა საქმეა,თვითონ თუ მოინდომა წასვლა!32 წელი,მეკარისათვის კრიტიკული ასაკი არ არის,პირიქით გაფურჩქვნის ასაკია,კლასით კი,ტოლს არავის დაუდებს.შარშანაც დაიწერა მსგავსი რამ და დღესაც გუნდშია.მეორე მეკარე ბრწყინვალედ თამაშობდა,მაგრამ როგორც კი გამოჯანმრთელდა მაშინვე მას ჩააბარეს კარი!მეკარეს სერიოზული ჩავარდნა თუ არ აქვს,არავინ შეცვლის,ალისონი კი,დიდებულ ფორმაშია!სწორედ ამიტომ,თვითონ თუ მოინდომა წასვლა,გასაგებია,მაგრამ თუ დარჩა,ძირითადი მეკარე,ისევ ის იქნება.ამით არც მამარდას და არც დღევანდელ მეორე მეკარის კლასს არ ვაარაფრებ.უბრალოდ ასე ხდება!
