TBC უზბეკეთის ინფორმაციით, შექმნეს TBC Business-ის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის პირველი ციფრული საბანკო სერვისია.
ბანკის ინფორმაციით, ახალი პროდუქტი მარტივსა და სწრაფს ხდის ტრანზაქციულ მომსახურებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას აძლევს მომსახურება ფილიალებში მისვლის გარეშე მიიღონ.
TBC Business ასევე იყენებს როგორც TBC Uz-ის არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, ასევე ქვეყნის მონაცემებით მდიდარ სახელმწიფო სერვისებს, რომ შესთავაზოს უნიკალური, სრულიად ქაღალდების გარეშე და უპრობლემო რეგისტრაციის პროცესი. ახალი პლატფორმით ბიზნესები შეძლებენ ანგარიში გახსნან სამ წუთზე ნაკლებ დროში და არ დასჭირდებათ რაიმე დოკუმენტაციის მიწოდება, რადგან ყველაფერი ავტომატურად ხდება.