TASS – მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს, ს ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
TASS-ის ცნობით, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გამოძიების მიერ ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
რამდენიმე საათით ადრე, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს, ტერორიზმის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. ხიდზე ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული სატვირთო მანქანა აფეთქდა. მაშინ მოსკოვმა განაცხადა, რომ ორგანიზებაში, სავარაუდოდ, საქართველოს ორი მოქალაქე, სანდრო ინასარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ

ვენეციის კომისია – ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ – უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად