ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე – რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ენმ-ს დეპუტატები

ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე – “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მის რეპლიკას რეაქცია მოჰყვა ანა წითლიძის მხრიდან – ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიის წევრს ქაღალდები ესროლა.
ინციდენტი იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. რატი ბრეგაძე ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებდა, რა დროსაც მას გამოსვლა თინა ბოკუჩავამ შეაწყვეტინა. ბოკუჩავამ მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს – სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს