ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ სადაზვერვო თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით განათავსა

ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ სამშაბათს, ღამის საათებში სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით განათავსა.
ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის სანაპირო დაცვა გუშინ, 21 ნოემბერს გააფრთხილა.
ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამგზავრის გაშვება სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა. თუმცა, სამხრეთ კორეის მიხედვით, უცნობია, იმუშავებს თუ არა ჩრდილოეთის მიერ გაშვებული სატელიტი, ვინაიდან პირველი ორი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ არც -სა და არც იაპონიას არ დაუდასტურებიათ თანამგზავრის ორბიტაზე წარმატებით განთავსება, ორივე სახელმწიფომ დაგმეს მომხდარი, რადგან ჩრდილოეთ კორეის მიერ ნებისმიერი ტიპის სატელიტის გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა.
ჩრდილოეთის ამ ნაბიჯის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ კორეათა შორის შეთანხმება ნაწილობრივ შეაჩერა.
ჰეს თქმით, შეთანხმების შეჩერების მიზეზი ჩრდილოეთ კორეის საზღვართან საჰაერო დაზვერვის გაძლიერებაა, რადგან მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ აღნიშნული ნაბიჯი “სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამხრეთ კორეის ეროვნულ უსაფრთხოებას”.
2018 წლის შეთანხმების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ ორი ქვეყნის საზღვრებთან ბუფერული და არასაფრენი ზონების შექმნაზე, სადაც ისინი არ ჩაატარებდნენ საჰაერო დაზვერვას და თავს შეიკავებდნენ სამხედრო წრთვნებისგან.