ქვეყნის ეკონომიკა რთულ ვითარებაშია – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ სიტუაციაშია. ამის შესახებ BBC წერს.
ჰაბეკის თქმით, გერმანიის მთავრობის პროგნოზი, რომ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 1,3%-ით გაიზრდებოდა, არ გამართლდა და ახლა 0.2%-იან ზრდას ვარაუდობენ.
BBC წერს, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა ფაქტობრივად შეჩერდა, თუმცა სრულ რეცესიას გადაურჩა.
ჰაბეკის თქმით, ეკონომიკური ვითარების გაუარესების მიზეზი არის ის, რომ გერმანიას რთული ვითარება შეექმნა ში ს შეჭრის შემდეგ, რადგან ქვეყნის ინტენსიური ენერგომრეწველობა რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული და გერმანიის ექსპორტზე დამოკიდებულების გამო ქვეყანა განსაკუთრებით დაუცველი გახდა გლობალურ ვაჭრობაში ცვლილებების მიმართ.
BBC წერს, რომ 2024 წელს გერმანიაში ეკონომიკის ზრდას მცირედ, მაგრამ მაინც ელოდებიან, სრულ რეცესიაზე კი ეკონომისტები არ საუბრობენ.

ასევე დაგაინტერესებთ