„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას – Reuters

„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას – Reuters
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების გზას და საპროტესტო აქციებს იწვევს. ამის შესახებ Reuters-ის სტატიაშია აღნიშნული.
გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლიდან 33 წლის შემდეგ დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას.
„პარლამენტის წინ, კანონპროექტის 10 000-მდე მოწინააღმდეგე შეიკრიბა. რამდენიმე ათასმა მომიტინგემ მთავრობის შენობასთან გადაინაცვლა, რომელსაც მკაცრად იცავდა პოლიცია, ისინი კანონპროექტის მთავარ მხარდამჭერთან – პრემიერ-მინისტრ სთან, შეხვედრას მოითხოვდნენ,“ – აღნიშნულია სტატიაში.
სააგენტო წერს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც ავტორიტარიზმსა და რუსეთთან გადაჭარბებულ სიახლოვეში ადანაშაულებენ, აცხადებს, რომ კანონპროექტი აუცილებელია გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და უცხოელთა მიერ დაწესებული „ფსევდოლიბერალური ღირებულებების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

ასევე დაგაინტერესებთ