ტრაგედია ბათუმში – 33 წლის კაცი ვირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა

ბათუმში, ახალგაზრდა კაცი ვირუსით გარდაიცვალა. “tv 25”-ის ინფორმაციით, იგი პნევმონიის მძიმე ფორმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ, 1 აპრილს, დილით მოათავსეს. ჰოსპიტალში შეყვანიდან რამდენიმე საათში კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
33 წლის კაცი, სავარაუდოდ, ღორის გრიპით იყო ინფიცირებული.
ინფორმაციას არ ადასტურებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ვირუსი იყო, თუმცა ანალიზები კვლევაზეა გაგზავნილი და პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს.

ასევე დაგაინტერესებთ